აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით
სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
"აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია"-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის განცხადებით, რომელიც ამჟამად უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება, ის თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდიბარე ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს.
