თბილისში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა
თბილისში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა
11:44 30.05.2017
თბილისში სამშენებლო ობიექტზე დღეს კიდევ ერთი მუშა დაიღუპა.
ის მშენებარე სახლიდან გადმოვარდა.
შემთხვევა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მოხდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს რაც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბეჭდვა