მთავრობისთვის წარსადგენი ევროსასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 5 კანდიდატი ცნობილია
მთავრობისთვის წარსადგენი ევროსასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 5 კანდიდატი ცნობილია
11:42 29.05.2017
იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დასრულდა.

გასაუბრების შემდეგ სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრებმა თითოეული კანდიდატი ქულებით შეაფასეს. ქულების დაჯამების შედეგად, გამოვლინდა ხუთი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს.

მთავრობას წარედგინებიან:

1. ლადო ჭანტურია - 5
2. სოფიო ჯაფარიძე - 4.69
3. შოთა გეწაძე - 3.85
4. თამარ ალანია - 3.77
5. ირაკლი დონდოლაძე - 3.69

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილი წესის თანახმად, სია გენდერული ნიშნით შედგა.

ბეჭდვა