სადახლოსა და ნინოწმინდაში სიგარეტის კონტრაბანდის ფაქტი აღკვეთეს
სადახლოსა და ნინოწმინდაში სიგარეტის კონტრაბანდის ფაქტი აღკვეთეს
15:40 28.05.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ნინოწმინდა“ და „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტი (ჯამში 5,920 ღერი) აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ბულგარეთის მოქალაქე კ.ს.გ.-სა და სომხეთის მოქალაქე ა.კ.-ს, ჩამოერთვათ საქონელი და შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

ბეჭდვა