იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით
გასაუბრებები გრძელდება. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების მთავრობისთვის წარსადგენად შექმნილი სამთავრობო კომისია დღეს კიდევ 12 კანდიდატს გაესაუბრება. ესენი არიან: თამარ ალანია, სოფო ჯაფარიძე, შოთა გეწაძე, ლუიზა ხითარიშვილი, იოსებ ბაჩიაშვილი, ერიკ სვანიძე, ლევან მესხორაძე, ლადო ჭანტურია, თამარ გაბისონია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, მაია კვირიკაშვილი და ქეთევან მესხიშვილი.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს − ირაკლი ადეიშვილს, კოსტანტინე კორკელიას, ნინო ბექაურს, თამარ ალექსიძეს, ბესარიონ ბოხაშვილს, რუსუდან კემულარიას, ნატალია გელაძეს, დავით ჯანდიერს, ვერა დობორჯგინიძეს, ირაკლი დონდოლაძეს და ნიკოლოზ ლეგაშვილს, მათთან გასაუბრება 27 მაისს შედგა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კიდევ ერთ კანდიდატთან, გიორგი პაპუაშვილთან, გასაუბრება უნდა შემდგარიყო 27 მაისს, 14.30 საათზე, მაგრამ კანდიდატი კონკურსს საკუთარი ნებით გამოეთიშა და წერილობით დაადასტურა, რომ აღარ სურს მასში მონაწილეობა.
