იუსტიციის სასწავლო ცენტრში იუსტიციის სახლის თანამშრომელთა გადამზადების ტრეინინგი მიმდინარეობს.
როგორც "ნიუსპრესს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ინტერაქტიულ სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება ეფექტურ კომუნიკაციას და მომსახურებას, სტრესის მენეჯმენტს, კონფლიქტების მართვას და სერვისების პროცედურებს ეთმობა.
მათივე ინფორმაციით, ტრეინინგების მიზანი თანამშრომელთა შორის მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვა და ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა.
