სადახლოსა და ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
სადახლოსა და ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
12:12 25.05.2017
საბაჟო-გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა135.36 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟოღირებულებამ 11,916.01 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 11,916.01 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
არადეკლარირებული ოქროს ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა სგპ ,,ყაზბეგზეც’’. საქონლის (115.91 გრამი) საბაჟო ღირებულებამ 10,099.36 ლარიშეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ემუხლისმე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა10,099.36 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ბეჭდვა