თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში დღეს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი
თანაშემწის თემურ ბასილიას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გადახედვის საქმეზე პირველი სხდომა გაიმართება.
თემურ ბასილიას საქმე სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად რამდენიმე კვირის წინ სცნო.
სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
ბასილიას ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა ადვოკატები" იცავს.
