ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისსაგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 15-21მაისს, ქვეყნის მასშტაბით
განხორციელებული მიმდინარე კონტროლისღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 1,013ფაქტი გამოვლინდა.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა9,767გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების117ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 104 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 792ფაქტი.
