სუს-ის წარმომადგენლები ესპანეთის პოლიციის ატაშეს შეხვდნენ
სუს-ის წარმომადგენლები ესპანეთის პოლიციის ატაშეს შეხვდნენ
17:19 20.05.2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი მელანო ფანჯავიძე და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დღეს ესპანეთის სამეფოს პოლიციის ატაშეს ხოსე ანტონიო კუბელ ლოპესს შეხვდნენ.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების კუთხით არსებულ საერთო გამოწვევებს და საფრთხეებს. მხარეებმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოსა და ესპანეთის სამეფოში არსებული მექანიზმები, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ბეჭდვა