ნინოწმინდაში, სარფში, ბათუმის აეროპორტსა და სადახლოზე ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს
ნინოწმინდაში, სარფში, ბათუმის აეროპორტსა და სადახლოზე ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს
18:17 17.05.2017
საბაჟო-გამშვებ პუნქტებში ,,ნინოწმინდა“, სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“ და„სადახლო საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული (14 აბი) და ფსიქოტროპული (436 აბი და 564 კაფსულა) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.


ბეჭდვა