დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით ხვალ რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება
დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით ხვალ რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება
21:38 16.05.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 მაისს თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება.

კონკრეტულად, 16 მაისის 21:00 საათიდან გადაიკეტება ვარდების მოედანი.

17 მაისს, 09:30 საათიდან კი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა აიკრძალება - თავისუფლების მოედანზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე და ყველა მის მკვეთ ქუჩაზე.

ავტომანქანები შემოვლითი გზით, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, მარჯვენა სანაპიროზე იმოძრავებენ.

სატრანსპორტო მოძრაობა აქციების დასრულებისთანავე აღდგება.

ბეჭდვა