ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, რკინიგზის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ მკვლელობა მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი სამხედრო პირია და სავარაუდოდ, ქვით არის მოკლული. მკვლელობა დაახლოებით ღამის 01:00 საათზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი სამტრედიაში ცხოვრობდა. მოკლულის ვინაობა და მკვლელობის გარემოებები ამ დრომდე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
