იტალიაში საქართველოს მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს
იტალიაში საქართველოს მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს
12:24 26.06.2012
იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს ერთი მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებული 37 წლისააა. მისი ვინაობა ამ ეტაპზე არ  ხმაურდება.
დაკავებულია ასევე მისი ორი სავარაუდო თანამზრახველი, რომელთაგან ერთ-ერთი ქალია. მათ ტექნიკის მაღაზიების ძარცვა ედებათ ბრალად.
დაკავებისას ქალს თან აღმოაჩნდა ჩანთა, რომლითაც მძარცველებს ნაქურდალი მაღაზიიდან ისე გამოჰქონდათ, რომ მას დეტექტორები ვერ აფიქსირებდნენ.
სამივე დაკავებული არალეგალია.



ბეჭდვა