ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში დღეს უბედური შემთხვევა მოხდა.
ამ დროისთვის არსებული
პირველადი ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და მოხდა უბედური შემთხვევა.
ტყიბულში უკვე გაემგზავრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ უბედური შეთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.
