ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა
ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა
19:40 09.05.2017
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში მოხდა უბედური შემთხვევა. კერძოდ, ჩამოინგრა შახტის ნაწილი სადაც მუშები იმყოფებოდნენ.

ადგილზე სიტუაციის გასარკვევად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით ტყიბულში უკვე გაემგზავრნენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები.

დეტალები ამ დროისთვის ზუსტდება.

არსებული ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართაბნ დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ბეჭდვა