შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ევროპის პოლიციის კოლეჯების ასოციაციის (AEPC) ყოველწლიური
კონფერენციის - "მიგრაციის მომავალი - მასთან დაკავშირებული გამოწვევები და რეაგირების გზები" ფარგლებში, ასოციაციის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე მმართველი საბჭოს წევრებმა, კენჭისყრის შედეგად, სამი კანდიდატი ქვეყნიდან - ჩეხეთი, უნგრეთი და საქართველო, აღმასრულებელი კომიტეტის მუდმივმოქმედ წევრად, ხმათა უმრავლესობით, საქართველოს შსს-ს აკადემია აირჩიეს. ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის (AEPC) ვიცე-პრეზიდენტი კი უნგრეთის საჯარო სამსახურის ეროვნული უნივერსიტეტის პრორექტორი, გაბორ კოვაჩი გახდა.
ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის (AEPC) მმართველი საბჭოს სხდომას 19 ქვეყნის, მათ შორის, ევროკავშირის 12 წევრი ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების სასწავლო ცენტრების და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის 50-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
