მესაზღვრეებმა საქართველოში შემოსვლაზე კიდევ სამ რუს ბაიკერს უთხრეს უარი
მესაზღვრეებმა საქართველოში შემოსვლაზე კიდევ სამ რუს ბაიკერს უთხრეს უარი
19:08 03.05.2017
ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოში შემოსვლაზე დღეს კიდევ სამ რუს ბაიკერს, ე.წ. ღამის მგლების ჯგუფის წარმომადგენლებს უთხრეს უარი.
რუსი ბაიკერები საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ჩრდილოეთის მხრიდან, ლარსის საკონტროლო-გამტარი პუნქტის გავლით ცდილობდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია სოციალური ქსელით ავრცელებს.
წუხელ კი, საქართველოში შემოსვლაზე უარი დაახლოებით 50-მა რუსმა ბაიკერმა მიიღო, თუმცა, არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ერთი რუსი ბაიკერი საქართველოში ტურისტული მიზნით შემოვიდა.

ბეჭდვა