სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი ყაზახეთის რესპუბლიკის კორუფციის ბიუროს უფროსის მოადგილეს შეხვდა
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი ყაზახეთის რესპუბლიკის კორუფციის ბიუროს უფროსის მოადგილეს შეხვდა
10:40 02.05.2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი ლაშა ცომაია ყაზახეთის რესპუბლიკის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილეს აზბერგენოვ დულატ ბაიდალინოვიჩს შეხვდა.

მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლასა და პრევენციის საკითხებში სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. ლაშა ცომაიამ აზბერგენოვ დულატ ბაიდალინოვიჩს სააგენტოს მიერ მიღწეული შედეგები გააცნო. საუბარი შეეხო კორუფციის პრევენციას და რისკების ანალიზს.

ყაზახეთის რესპუბლიკის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე საქართველოში ყაზახეთის დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ბეჭდვა