საბაჟო გამშვებ პუნქტში -„სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე
დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტის, ჯამში 5040 ღერის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად,მოქალექეებს, ჩამოერთვათ საქონელი და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო მოქალაქეს რომელსაც შემოჰქონდა დამალული სიგარეტი (400 ღერი) შეეფარდა გაფრთხილება.
