საბაჟო-გამშვებ პუნქტში ,,მტკვარი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 291.2 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 25,124.88ლარიშეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 25,124.88 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
ასევე, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ოქროს ნაკეთობების (საერთო წონა 172.29გრამი) უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი გამოვლინდა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 9,872.34 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 9,872.34 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
