სადახლოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
სადახლოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
11:00 22.04.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის, ჯამში 20,860 ღერის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის 4 ფაქტი აღიკვეთა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სომხეთის მოქალაქე ბ.მ.-სა და რუსეთის მოქალაქე რ.გ.-ს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო სომხეთის მოქალაქეებს ჰ.მ.-სა და ა.მ.-ს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ბეჭდვა