კონტროლის პალატასთან აქცია - „ჭორების პალატა“ გაიმართა
კონტროლის პალატასთან აქცია - „ჭორების პალატა“ გაიმართა
13:25 25.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კონტროლის პალატასთან თეატრალიზებული  აქცია „ჭორების პალატა“ გამართეს.

როგორც ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა ცოტნე ზურაბიანმა განუცხადა, ამ დაწესებულებაში გადაწყვეტილებას ჭორებზე დაყრდნობით იღებენ და ამდენად, მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილებები იურიდიულ დასაბუთებულ არგუმენტირებულ ინფორმაციას არ შეიცავს.

„ვაპროტესტებთ კონტროლის პალატის აბსოლუტურად უკონტროლო გადაწყვეტილებებს, მათ შორის, „გლობალ ტვ“-სთან დაკავშირებულ საკითხებს და მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში მხოლოდ ჭორაობით ირთობენ თავს“ - განაცხადა ზურაბიანმა.
ახალგაზრდებს კონტროლის პალატისთვის, შოთა ძაგნიძის განცხადებით, ჭორაობისა და უსაქმურობისთვის აუცილებელი ნივთები - ყავის, ბანქოსა და ფრჩხილის ლაქის გადაცემა სურდათ, თუმცა, კონტროლის პალატაში „ქართული ოცნების“ საჩუქარი არ მიიღეს. შენობიდან გამოსულმა ძაგნიძემ სასაჩუქრე კალათა კონტროლის პალატის შესასვლელთან დატოვა.

ბეჭდვა