ვალეში ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი და ვაზნები აღმოაჩინეს
ვალეში ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი და ვაზნები აღმოაჩინეს
09:55 21.04.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში- „ვალე“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი, 15 ცალი საბრძოლო ვაზნით აღმოაჩინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოს ადიგენის განყოფილებას გადაეცა.

ბეჭდვა