საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის
მოქალაქეების, ს.რ.-სა და ს.რ.-ს ავტომობილების ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველიმედიკამენტები (26 აბი), ასევე მარიხუანა (0,19 გრამი) აღმოაჩინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონული სამმართველოს ალგეთის პოლიციის განყოფილებას გადაეცა.
