პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახმეტის რაიონული ოფისის ხელმძღვანელის ზაქარია ქინქლაძის სასამართლო პროცესი თელავის
რაიონულ სასამართლოში არასათანადო ვითარებაში წარიმართა. ეს განცხადება კოალიციის პრესსიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს, ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არც ჟურნალისტებს არც ადვოკატებს და არც სხვა დაინტერესებულ პირებს მიეცათ.
„მინდა ვთქვა, რომ ახმეტაში მომუშავე ადვოკატებმა ვაჟა ტერტერაშვილმა და დავით ახალაურმა უარი თქვეს დაკავებულის ინტერესების დაცვაზე. ამიტომ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თელავიდან მიიწვიეს ქეთი ზაქარიაძე, რაც შემაშფოთებელი ფაქტია“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა „ქართული ოცნების“ ახმეტის ოფისის ხელმძღვანელს ზაქარია ქინქლაძეს 25 დღიანი ადმინისტრაციული მაპიტმრობა გუშინ შეუფარდა.
შსს-ს განცხადებით, იგი ხულიგნობის ფაქტზე იქნა დაკავებული.
