სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ
დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება მიმდინარეობს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონით დადგენილი წესით, ამანათებს ყველა პენიტენციური დაწესებულება იღებს - 13-14 აპრილს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე და 15 აპრილს 09:00 საათიდან 15:00 საათამდე.
"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს"-აცხადებენ სამინისტროში.
