სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
19:09 10.04.2017
საბაჟო-გამშვებ პუნქტში - „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქის, ა.ღ.-ს ეჭვის საფუძველზე სხეულის სკანერის მეშვეობით დათვალიერებისას,არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთოწონა128.57გრამი) აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 7243.08 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ემუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა 7,243.08 ლარის ოდენობით.

ბეჭდვა