საქალაქო სასამართლომ უჩა ძოძუაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც თავდაცვის მინისტრის
18.05.2016 წლის #1666 ბრძანების ბათილად ცნობას და სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ გენერალური დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე აღდგენას ითხოვდა.
ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მისი აღსრულების მიზნით ბათილად სცნო თავდაცვის მინისტრის 18.05.2016 წლის #1666 ბრძანება, რის საფუძველზეც უჩა ძოძუაშვილი დაუბრუნდა მის მიერ 18.05.2016 წლამდე დაკავებულ თანამდებობას"-აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
