სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
20:47 04.04.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის, მ.ნ.-ს ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 75,72 გრამი) აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4339,51 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 4339,51 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ბეჭდვა