საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
რუსეთის მოქალაქეების, ა.-მ.-ს, ა.ო.-სა და ა.ა.-ს ბარგისა და ავტომობილების ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 24,661.51 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 24,661.51 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
