საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
სომხეთის მოქალაქის, ს.ჰ.-ს კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული საქონელი - ქალის ერთგვაროვანი ტანსაცმელი (1426 ერთეული) აღმოაჩინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 3705.44ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 3705.44 ლარის ოდენობით შეეფარდა.
