ქრთამის აღების ფაქტზე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
11:19 30.03.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის - ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველი დააკავა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, მის სამოქმედო არეალში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სატყეო უბანზე, უკანონოდ უნდა მოეჭრა დიდი ოდენობით ხის სამასალე მორები და ქრთამის სანაცვლოდ, თავადვე გამოეტანა და გადაეცა ერთერთი მოქალაქისთვის.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 - ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ბეჭდვა