ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გაერთიანებათა სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გაერთიანებათა სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
17:51 23.06.2012
პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა  გაერთიანებათა სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

როგორც „ნიუსპრესს“ კონტროლის პალატის პრესსამსახურიდან აცნობეს, ფინანსური მონიტორინგის სამსახური კანონით დადგენილი მანდატის ფარგლებში ამოწმებს შემოწირულობათა კანონიერებას.

„მონიტორინგის პროცესის პირველ ეტაპზე გამოვლინდა შემოწირულობათა გარკვეული კატეგორია, რომელთა დასაბუთებულობა დამატებით გამოკვლევას საჭიროებს.

აღნიშნულ გარემოებათა შესწავლის და შეფასების მიზნით, ფინანსური მონიტორინგი სსამსახური განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მათ შორის, გამოკითხვის პროცედურას“-ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.

კონტროლის პალატას თან ახლავს იმ პირთა ჩამონათვალი, რომელთა მიერ პოლიტიკური პარტიებისათვის შემოწირული თანხების
წარმომავლობის დასაბუთებულობას კონტროლის პალატა მონიტორინგის პირველ ეტაპზე შეისწავლის.

ამ სიაში სულ 32 პიროვნება მოხვდა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ წევრები ირაკლი ჭუბაბრია 15,829.00 ლარი გიორგი მოსიაშვილი 25,070.00 ლარი ალექსანდრე შალამბერიძე 8,050.00 ლარი ,დავით თალაკვაძე 60,000.00 ლარი, ხვიჩა თოლორდავა 60,000.00
ბადრი ცინცქილაძე 8,020.00 ლარი.

აღნიშნულ სიაში მოხვდა „ახალი მემარჯვენეების“ წევრი გურამ ასათიანი 50,000.00 ლარი.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრები:გელა თევდორაშვილი 5,000.00 ლარი, ნუგზარი ჩხიკვაძე 25,000.00 ლარი.

„ქართული ოცნების“ წევრები ზაალ გოგსაძე 12,000.00 ლარი

ვლადიმერ ნარტყოშვილი 8,000.00 მ.პ.გ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ასევე ვასილ სულხანიშვილი 40,000.00 მ.პ.გ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მალხაზ ჭყოიძე 6,000.00 მ.პ.გ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ბეჟან ოდიშვილი 5,000.00 მ.პ.გ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. სერგო ლაბარტყავა 40,000.00 მ.პ.გ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. თამაზ ჯამაგიძე 40,000.00 მ.პ.გ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.ელგუჯა ბერუაშვილი 20,000.00 მ.პ.გ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,ზურაბ ინასარიძე 12,000.00 მ.პ.გ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

აღნიშნულ სიაში მოხვდნენ „ეროვნული ფორუმის“ წევრები:ლეილა ჩქარეული 4,000.00 ლარი.კახა ჩაკვეტაძე 18,692.00 ლარი. მაია თანიაშვილი 4,997.50 ლარი პოლიტიკური გაერთიანება ავთანდილ დავითაძე 12,844.00 ლარი ,ირმა დავითაძე 10,673.00 ლარი, 24 მარინა ნადირაძე 6,500.00 ლარი , ლევან ჩიჩუა 4,997.50 ლარი, ლარი მარინე ავაზაშვილი 9,940.00 ლარი.

საქართველოს კონსერვატიული პარტიის წევრები:ბიძინა გუჯაბიძე 30,000.00 ლარი,გივი რამაზაშვილი 16,000.00 ლარი გიგა ბუკია 35,450.00 ლარი.დავით ბაციკაძე 16,150.00 ლარი,შოთა ორთავიძე 1,000.00 ლარი.

აღნიშნულ სიაში მოხვდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს წევრი ზურაბ აზმაიფარაშვილი 40,000.00 ლარით.

ბეჭდვა