არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ორგანიზებით ქუთაისში ადგილობრივი ადვოკატებისთვის ორდღიანი ტრეინინგი ჩატარდა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ პრესსამსახურიდან აცნობეს.
აღნიშნული ტრეინინგის თემა „სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი სამართალწარმოებაში“ - იყო. თემის ფარგლებშიც ადვოკატებმა აღნიშნული ორგანიზაციის ექსოპერტების შეფასებები მოისმინეს და მათგან პრაქტიკული რჩევებიც მიიღეს.
პროექტი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დანერგვის ხელშეწყობა“ ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიაში“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ინფორმაციით, შემდეგი შეხვედრები ადვოკატებთან თელავში, ბათუმსა და ახალციხეში გაიმართება.
