რუსთავის სასჯელაღსრულების №17 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა დასაქმების ახალი პროგრამა ამოქმედდა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეიდან მსჯავრდებულები ტიხრული მინანქრის დამზადების ტექნოლოგიას შეისწავლიან, რაც ამავდროულად მათთვის ანაზღაურებადი დასაქმების წყაროც გახდება.
სამინისტროს ინფორმაციითვე, აღნიშნულ დაწესებულებაში მდებარე სახელოსნოში, სადაც მსჯავრდებულები დღემდე ხეზე კვეთას და ხატწერას სწავლობდნენ, მინანქრის დასამზადებელი ღუმელი უკვე დამონტაჟდა.
