საქართველოს პროკურატურასა და შსს-ს აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პროკურატურასა და შსს-ს აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
19:02 24.03.2017
საქართველოს პროკურატურამ შსს-ს აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ მოაწერეს. ღონისძიების ფარგლებში, გიორგი გოგაძემ და გივი მიქანაძემ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზეც ისაუბრეს. ორმხრივი პროექტების მიზანი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება და სამართალდამცველთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა.

მემორანდუმი ითვალისწინებს: ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას; სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოებისა და პუბლიკაციების მომზადებას. ამასთან, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები აკადემიის სტუდენტებისთვის გამართავენ პერიოდულ საჯარო ლექციებს. წარმატებულ სტუდენტებს, ასევე მიეცემათ პროკურატურაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა.

ბეჭდვა