სასაზღვრო პოლიციამ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა
სასაზღვრო პოლიციამ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა
12:42 23.06.2012
საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი "SKYGLORY“ დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გემი "SKYGLORY"-ი სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ფოთის პორტის გარე რეიდის განხორციელებისას დააკავეს.

აღნიშნულ ფაქტზე საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რომელიც 50 000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.

ბეჭდვა