სავაჭრო ქსელში უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს
სავაჭრო ქსელში უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს
16:27 23.03.2017
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა, სავაჭრო ქსელში 1364 ღერი უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს.
აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო ფილტრიანი სიგარეტი „master“ (67 კოლოფი და 1364 ღერი), მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საკონტროლო შესყიდვის შედეგად გამოავლინეს. საქონლის საბაზრო ღირებულებამ 135.2 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები კი, საჩხერის რაიონულ სასამართლოს გაეგზავნა.

ბეჭდვა