თბილისში ხეების უკანონოდ ჭრის ფაქტი გამოვლინდა
თბილისში ხეების უკანონოდ ჭრის ფაქტი გამოვლინდა
21:58 22.03.2017
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა, ხუდადოვის ქუჩის, რეხის პირველი ჩიხში, დაახლობით 1000 კვადრატულ მეტრზე, ხეების უკანონოდ ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია. გარემოსადმი მიყენებულ ზიანს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური შეაფასებს. ასევე, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ადგილზე იმყოფებოდნენ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი უკლება და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე.

ბეჭდვა