სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
13:01 21.03.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული სიგარეტის (1200 ღერი) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სომხეთის მოქალაქეს, ვ.გ-ს, ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1,000 ლარის ოდენობით.

ბეჭდვა