საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ყაზბეგი“, „ვალე“ და „მტკვარი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე
ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ნარკოტიკული (32 აბი DIPHENOXYLATE, SEDALGIN NEO, PENTALGIN NEO) და ფსიქოტროპული (14 კაფსულა ლირიკა) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.
