კუნძულ უტოიაზე, ერთი წლის წინ ტერაქტის შედეგად დაღუპული თამთა ლიპარტელიანის ოჯახმა, შესაძლოა, ნორვეგიული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
როგორც „ნიუსპრესის“ იმერეთის ბიუროს კორესპოდენტი იუწყება, ლიპარტელიანის დედის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე პროკურორების ბოლო რეკომენდაციას გაითვალისწინებს, ბრეივიკს შეურაცახდად აღიარებს და მის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანას გადაწყვეტს, ლიპარტელიანების ოჯახი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ნორვეგიაში გამართულ 10 პროცესზე სასამართლომ ბრეივიკის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ექსპერტების ორი ურთიერთგამომრიცხავი სამედიცინო დასკვნა მოისმინა. ფსიქიატრების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ განსასჯელი ჯანმრთელია, მეორე ნაწილის აზრით კი, ის შეურაცხადია. პროკურორი სევენ ჰელდენის თქმით, ბრეივიკის შერაცხადობა საეჭვოა და უმჯობესია, ის კლინიკაში მოთავსდეს.
„ვიღაცას აწყობს, რომ ის შეურცხადად გამოაცხადოს, რადგანაც თუ ასე მოხდა რამდენიმე წელში გაათვისუფლებენ. ის 21 წელიც არ უნდათ რომ დააპატიმრონ. თუკი ასე მოხდა ჩვენ აუცილებლად გავაპროტესტებთ” - ამბობს გარდაცვლილის დედა ლეილა ასათიანი.
ანდრეს ბრეივიკის საქმის სასამართლო მოსმენები დასასრულს უახლოვდება. სასამართლოს წინაშე ბრალდების მხარე დღეს დასკვნითი სიტყვით გამოვა.
ანდრეს ბრეივიკის მიერ მოწყობილ ტერაქტებს ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ქართველი თამთა ლიპარტელიანი.
