წითელ ხიდზე მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს
წითელ ხიდზე მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს
00:16 17.03.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის, ფ.დ.-ს ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერებისას, 14 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 5246 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ბეჭდვა