სადახლოზე, ყაზბეგსა და თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს
სადახლოზე, ყაზბეგსა და თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს
23:54 16.03.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ყაზბეგი“ და ,,თბილისის აეროპორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროსა (136.78 გრ.) და ვერცხლის ( 8.6 კგ.) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 17,091.99 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა საერთო ჯამში 17,091.99 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
ასევე, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო საავტომობილო“ ოქროს ნაკეთობების (279,85 გრამი) უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 18209,43 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ბეჭდვა