საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე
ოფიცრებმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული, აზერბაიჯანის მოქალაქის, ზ.ს.-ს ეჭვის საფუძველზე სხეულის სკანერით დათვალიერებისას, არადეკლარირებულიქიმიური ნივთიერება -„ვერცხლისწყალი“(25 მგ.) აღმოუჩინეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზბეგის კრიმინალურ პოლიციას გადაეცა.
