დავით რაქვიაშვილი აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა
დავით რაქვიაშვილი აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა
18:13 16.03.2017
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ბაქოში ვიზიტის მსვლელობისას აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოს მდივანს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს რამიზ მეჰდიევს შეხვდა.
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„აზერბაიჯანი ჩართულია რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვან უსაფრთხოების ფორმატში, რეგიონალურ ფორმატში, ასევე არის ჩართული საქართველოც და ჩვენ ვისაუბრეთ, როგორც გამოცდილების გაზიარებაზე, ისე ორმხრივ თანამშრომლობაზე და ასევე მრავალმხრივ თანამშრომლობის ფორმატებზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოს ეწვევა უახლოეს მომავალში და ამ შეხვედრის შედეგად და დამატებითი კონსულტაციების შედეგად ჩვენ გავაფორმებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს“,-აღინიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა შეხვედრის დასრულებისას.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი საქართველოს დელეგაციის შემდგენლობაში ბაქოს მე-5 გობალურ ფორუმში მონაწილეობს.
ფორუმის - „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი“ მუშაობაში 50-ზე მეტი ქვეყნის ყოფილი და მოქმედი ლიდერია ჩართული. წლევანდელი ფორუმის მთავარი ამოცანაა, მსოფლიო ლიდერებმა ისაუბრონ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავლისა და ისეთი გამოწვევების შესახებ, როგორიცაა მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.
ღონისძიების მთავარ განსახილველ საკითხებს შორის ასევე არის ევროპის მომავალი და პოპულიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი.

ბეჭდვა