გიორგი მღებრიშვილი ბათუმში პატრულ-ინსპექტორებს შეხვდა
გიორგი მღებრიშვილი ბათუმში პატრულ-ინსპექტორებს შეხვდა
11:42 15.03.2017
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ბათუმში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში მივიდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შს მინისტრმა სამმართველოს ხელმძღვანელებისგან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ დავალებები მისცა. ასევე გიორგი მღებრიშვილი პატრულ-ინსპექტორებს შეხვდა, გაესაუბრა და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.

ბეჭდვა