საგამოძიებო სამსახურმა თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:54 14.03.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, კანონსაწინააღმდეგოდ მოახდინა მარკირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის უაქციზოდ რეალიზაცია. დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, საგამოძიებო სამსახურმა ნივთმტკიცების სახით უაქციზო სიგარეტი ამოიღო. ბრალდებულისგან ასევე ამოღებულია ავტომანქანა, რითაც ის ახდენდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვას.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე -200 მუხლის მე - 2 ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4 - დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბეჭდვა