გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო
თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, მდინარე აჭყვაში, ზაზა და ზვიად ბლადაძეები ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ. სამართალდამღვევებს ჩამოერთვათ ელექტროშოკური აპარატი, 4 ერთეული ჩოგანბადე და აკუმულატორი. დაილუქა 2,086 კგ. ტობის და 4, 654 კგ. ქაშაპის სახეობის თევზი.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს.
